წესები და პირობები

კონფიდენციალურობა 

რა ინფორმაციას ვიღებთ თქვენგან?

იმისათვის, რომ შეძლოთ ჩვენი სერვისით სარგებლობა, გამოიწეროთ და მიიღოთ სიახლეები პროდუქციის და მომსახურების შესახებ, საჭიროა რომ დარეგისტრირდეთ როგორც მომხმარებელი. ამისათვის საჭიროა შეავსოთ ფორმა და შეიყვანოთ თქვენი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ-ფოსტა, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი. ჩვენი პროდუქციის დათვალიერება შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც. 

რისთვის გვჭირდება ინფორმაცია თქვენს შესახებ? 

  • ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით გამოიყენება მხოლოთ თქვენთან კომუნიკაციისთვის.
  • იმისათვის რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და პროდუქცია გავხადოთ მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის სურვილებზე.
  • მონაცემები რომელსაც თქვენ გვაწვდით დაცულია და არ ხდება მისი გაყიდვა ან მესამე პირისთვის გადაცემა თქვენი ნებართვის გარეშე. საკონტაქტო ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ თქვენთან კომუნიკაციისთვის. პირადი ნომერი აუცილებელია იმისათვის, რომ მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი პროდუქციის მოწოდებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შევსება.

როგორ ვიცავთ ინფორმაციას?

ჩვენ ვიცავთ ჩვენი მომხმარებლის ინტერესებს და მივმართავთ სხვადასხვა ზომებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, როდესაც შეკვეთას აკეთებთ, ან თქვენი პირად ინფორმაცია შეგყავთ ანგარიშის რეკვიზიტების შესავსებად. ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხო სერვერის გამოყენებას. თქვენს მიერ მოწოდებული კონფიდენციალური  ინფორმაცია მუშავდება Secure Socket Layer (SSL) ტექნოლოგიით, დაშიფრულია ჩვენი გადახდის სისტემის პროვაიდერების მონაცემთა ბაზაში.

ვიყენებთ cookies- ს?

დიახ (cookies ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერში, პლანშეტსა თუ მობილურ ტელეფონში. ისინი არ არის ზიანის მომტანი თქვენი კომპიუტერისთვის და არც თქვენი უსაფრთხოებისთვის და, გავრცელებული აზრის მიუხედავად, საერთო არაფერი აქვს ისეთ ვირუსებთან, როგორიცაა 'Trojans'. როდესაც შედიხართ ვებსაიტზე, ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ვებსაიტს, რომ დაგიმახსოვროთ თქვენ და დაიმახსოვროს, თუ როგორ გამოიყენეთ ვებსაიტი თითოეული შესვლის დროს, რაც უზრუნველყოფს საიტის უკეთესად მორგებას თქვენზე. თუ გსურთ, რომ უფრო მეტი გაიგოთ ქუქი-ფაილების შესახებ, შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ უამრავი ინფორმაცია ამის შესახებ. ჩვენ ვიყენებთ ქუქი – ფაილებს, რათა დაგვეხმაროთ თქვენი პრიორიტეტების დამახსოვრებაში და დამუშავებაში, დავზოგოთ თქვენი დრო მომავალი ვიზიტებისთვის.

გაიცემა თუ არა თქვენი ინფორმაცია გარეშე პირებზე?

ჩვენ არ ვვაჭრობთ, ვყიდით ან სხვაგვარად ვაძლევთ თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას მესამე პირს. ეს არ მოიცავს სანდო მესამე პირებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ჩვენი ვებსაიტის ფუნქციონირებაში, ჩვენი ბიზნესის წარმართვაში ან თქვენს მომსახურებაში, რადგან ეს მხარეები თანხმდნენ, რომ შეინარჩუნებენ ამ ინფორმაციას კონფიდენციალურად. ჩვენ შეიძლება ასევე გამოვაქვეყოთ თქვენი ინფორმაცია, თუ მსგავსი მოთხოვნა დადგენილია კანონმდებლობით, ჩვენი საიტის პოლიტიკის აღსრულებისთვის, ან დაცულია ჩვენი ან/და მომხმარებლის უფლებები, საკუთრება ან უსაფრთხოება. ამასთან, არ შეიძლება იდენტიფიცირდეს ვიზიტორთა ინფორმაცია სხვა მხარეებისთვის, მარკეტინგისთვის, რეკლამირებისთვის ან სხვა გამოყენებისთვის.

ონლაინ კონფიდენციალურობა?

ონლაინ კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე შეგროვებულ ინფორმაციას და არა ხაზგარეშე შეგროვებულ ინფორმაციას.


თქვენი თანხმობა

საიტის მეშვეობით პროდუქციის შეძენისას მყიდველი ეთანხმება მხარეებს შორის მოცემულ შეთანხმების  პირობებს, ყველაფერს რაც შეეხება საქონელს, მომსახურებას, და ინფორმაციას, გადმოცემულს საიტის მეშვეობით. ეს შეთანხმება წარმოადგენს  ხელშეკრულებას მაღაზიასა და მყიდველს შორის. ანაცვლებს ყველა წინა ან სხვა შეთანხმებას რომელიც შეეხება საქონელს, მომსახურებას და ინფორმაციას, რომელიც გადმოცემულია საიტის მეშვეობით. მყიდველი თანხმდება გადახედოს და დაეთანხმოს ამ შეთანხმებას საიტიდან საქონლის ან მომსახურების შეძენამდე.